ვაქცინაციის სტატისტიკა იტალიაში

0
565
ვაქცინაციის სტატისტიკა

დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში, სადაც მიმდინარე წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობა 60 367 471 შეადგენს, ვაქცინაციის პროცესი გაიარა მხოლოდ 3 976 448 მოქალაქემ.

Საერთაშორისო  სტატისტიკა ასახავს, რომ იტალიის მონაცემებით  საკმაოდ  დაბალი მაჩვენებელია. ფაქტია, რომ იტალიაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. დღემდის საზღვარზე შემოსულია სულ 15.575.830  დოზა,  საიდანაც გახარჯულია 84,9 % , ხოლო 15,1% გაწერილია მომდევნო დღეებისათვის.

იტალიის საზღვარი  3 სახეობის ვაქცინამ გადმოკვეთა. ესენია Pfizer BioNTtech, Moderna და astraZeneca. Რომელიც სრულდება ორი დოზით. 15 აპრილიდან კი  მეოთხე  სახის ვაქცინას Johnson & Johnson-ს ელოდებიან და იმედოვნებენ რომ ვაქცინაციის სტატისტიკა აიწევს.  J & J -ის მხოლოდ ერთი  დოზა იქნება საკმარისი. ვაქცინაციის დეკრეტს რეგიონების მიხედვით  ადგილობრივი მმართველობა განკარგავს. ამ ეტაპზე Ძირითადად  პირვეილი ნაკადი შეეხო სამედიცინო  მომსახურეობის პერსონალს, რისკის მქონე  პაციენტებს, მოხუცთა და სოციალურად დაუცველთა თავშესაფარის  მკვიდრებს და ასევე მათ   მომსახურე პერსონალს. 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.   საზოგაოებასთან კონტაქტის შემცველ საჯარო  პირებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრს სრულ  პირად შემადგენლობას.

Სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებს და მომსახურე პირებს. დღემდის  გამოყენებული ვაქცინა დაშვებულია მხოლოდ   16 წლიდან ზევით. გასულ კვირას  მიღებულ იქნა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც  უნდა  დაჩქარდეს  80 წელს გადაცილებული პირების აცრები  და დაიწყოს  70/79 წლის პირების ვაქცინირება. თუმცა, ესეც დარეგულირდება ადგილობრივი მართველობის შიდა განკარგულებებით რეგიონებისა და რისკების მიხედვით.  

იტალიის მოსახლეობაში საკმაოდ დიდი ქაოსი გამოიწვია ვაქცინაციის არასტანდარტულმა ზომებმა. უკანასკნელ დღეებში მკვეთრად იზრდება პირველი დოზით აცრილი  მოქალაქეების ინფიცირება , თუმცა არა აგრესიულ ფორმაში.

Საქმე ის არის, რომ დღემდის განხორციელებულიი აცრები საჭიროებს 2 დოზას,  შემდეგი შუალედებით:  Pfizer –21 დღე, Moderna-28 დღე და  Astrazeneca 78 დან 84 დღემდე . კოვიდ გადატანილ პირებზე  კი განისაღვრა 3  დან 6 თვის შუალედი 1 დოზის მიღებით. მეორე  დოზის მიღებამდე პირი კოვიდ-19 ისგან დაცული არ არის.   თუ შეხვდა,    თავისთავად ვირუსის გადამტანია და იქნება მანამ, სანამ  მეორე დოზის მიღების შემდეგ, მისი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის სხვებზე გადაცემას. თუმცა პირველი დოზით ვაქცინირებულ პირს კოვიდ 19 ის შემთხვევაში  სინტომები არ 

აღენიშნება ან აღენიშნება უმნიშვნელოდ და  შესაძლებელია  ვერც მიხვდეს. Პირველი დოზით  ანტისხეულები არ აქტიურდება. აქედან გამომდინარე დაინფიცირების რისკი არ მცირდება. უფრო მეტიც, ორივე დოზის მიღების შემთხვევაშიც, ვაქცინერებული პირი დავირუსების შემთხვევაში თავად დაცულია ჯამრთელობის სახიფათო რისკისგან, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს  გარკვეული პერიოდი, სანამ მისი ორგანიზმი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, არ გამოიმუშავებს ხელისშემშლელ იმუნიტეტს.

ვაქცინა ორგანიზმს იცავს მძიმე ინფექციური გართულებებისგან. Რაც არ ნიშნავს იმას,  რომ იცავს სრულიად ვირუსისგან. ორგანიზმა შესაძლებელია ვირუსი ატაროს, რომელიც მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს, მაგრამ  თავისთავად გადამტანი იყოს და სხვისთვის რისკის მქონე. ამიტომ  ჯერ-ჯერობით ვაქცინაციის  შემდეგ,  ასევე მკაცრად უნდა მოხდეს კოვიდ საწინააღმდეგო რეგულაციის წესების  დაცვა, როგორიცაა: პირბადეს ტარება, დისტანციის შენარჩუნება, ხელების ხშირი 

დაბანა და ა.შ. სანამ პანდემია სრულიად არ გაივლის. ვაქცინას თავდაცვითი იმუნიტეტის გამომუშავების გარდა, ჭირდება დრო, გამოიმუშაოს გადაცემის ხელის შემშლელი იმუნიტეტი. ოფიციალური წყაროებიდან ისიც ცნობილია, რომ აცრილი ადამიანი პოტენციური გადამტანია  მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. 

Commenti