არა ძალადობას: მაგრამ ბრალი ზოგჯერ მსხვერპლისგანაც მოდის

0
1199
არა ძალადობას

არა ძალადობას! თუმცა კრიმინოლოგიის ისტორიაში უამრავი შემთხვევებია, სადაც განიხილება დაზარალებულის ბრალეულობა დანაშაულზე. მსგავსი გამოთქმა არსებობს რამდენიმე ენაზე: ”ზოგჯერ ბრალი მსხვერპლისგანაც მოდის”.

ჩვენი ეპოქის გლობალურ სივრცეში ქალთა უფლებების პოპულარიზაცია მოდური გახდა. ქართველი ქალებიც მიჰყვნენ მოდას, თითქოს რევოლუციას ახორციელებენ. არა ძვირფასო ქალბატონებო! არა ძალადობას! მაგრამ ბრალი ზოგჯერ მსხვერპლისგანაც მოდის. ნუ აკნინებთ ქართველ ერს და ჯიშს. რევოლუცია, რომელსაც დღეს დანარჩენი მსოფლიო განიცდის და თქვენც ფიქრობთ, რომ ხართ აქტივისტები, ქართველმა ერმა ათწლეულების წინ განიცადა.

რუსთაველის შედევრიც ასევე გვიჩვენებს, რომ “ლეკვი ლომისა სწორია” -ჯერ კიდევ მე -12 საუკუეში საუბრობდა ქართველი მგოსანი სწორედ ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობაზე. ქართველ მამაკაცს ოდითგანვე მოსდგავს ქალის უჩვეულო კულტი და პატივისცემა, ისე, როგორც არცერთი სხვა ერის წარმომადგენელ მამაკაცს! ნუ დააკნინებთ დავითის შთამომავლებს და ნუ შეურაწყობთ არაგველების მოდგმას გამონაკლისი მაგალითებით და დიაცური აკვიატებებით. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცავთ იმას, რაც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით და ვერც ვერაფერს ვქმნით უკეთესს, რომ შვილებს გადავცეთ.

დღეს ქართული პანთეონი აწმყოზე მაღალია და მომავალს ვერ ვსჭვრეტთ. ქვეყნის ყველაზე ძლიერი არმია განათლებული თაობაა და ამ ჯარის გარეშე ვიბრძვით 21-ე საუკუნის ვაი “იდეოლოგები”. იზრუნეთ თქვენი შვილების განათლებასა და სწორ აღზრდაზე. ნუ სტრესავთ ბავშვებს, ნუ ძალადობთ თქვენს შვილებზე მორალურად და ფსიქოლოგიურად.

ნუ ძაბავთ ბავშვებს! ეს არის ყველაზე დიდი ძალადობა – მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვების მიმართ დაძაბული ურთიერთობების ფონზე. ეს იქნება არასრულწლოვანი თუ ზრდასრული. შექმენით ჰარმონიული ატმოსფერო, სადაც ”სიყვარულით, ვითარცა მზის სხივით მოიწიფებოდეს ნაყოფი ”. ნუ ზრდით შვილებს მამების სიძულვილში, ამით თქვენ მათში ბოროტებას აღვივებთ. ეს არის ცნობიერი თუ ქვეცნობიერი მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა და თავისთავად დანაშაულია.

ვაქცინაციის სტატისტიკა იტალიაში

შვილის მამა არ აღმოჩნდა შენთვის შესაფერისი პარტნიორი?

არ არის აუცილებელი ერთად იცხოვროთ. ტოვებთ, მაგრამ დაუტოვეთ საკუთარი უფლებების სივრცეც, სადაც თავის თავი თვითონვე ეკუთვნოდეს. სადაც იწყება მეორე პირის უფლებები, იქ მთავრდება პირველი პირის უფლებები და ჩვენ ამას ვუწოდებთ საზღვარს, წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთაც იგივე დანაშაულია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში ვერსად ამოიკითხავთ ციტირებას, რომელიც ამართლებდეს ერთი პირის უფლებების დაღღვევას მეორე პირის უფლებების დასაცავად! ჰუმანიზმისა და მორალის ფუნდამენტური პრინციპია არასწორი ადამიანის სწორ გზაზე დაყენება და დახმარების გაწევა მის გამოსწორებაში, და არა ძალადობაზე რეაგირება ძალადობით და დამნაშავის მკვლელად გადაქცევა.

21 საუკუნეში როდესაც არსებობს და უნდა არსებობდეს სასამართლო, ზღაპრების აღარავის არ სჯერა. არა ძალადობას. ყველანაირი ძალადობა არის დანაშაული და მოძალადე პირმა უნდა აგოს პასუხი. მაგრამ მოქალაქე, დაზარალებული პირი, რომელსაც აქვს უნარი, რომ ძალადობაზე ხმამაღლა ისაუბროს, მაშინ იმის შეგნებაც ექნება, რომ დანაშაული გაასაჩივროს შესაბამის ორგანოში. თუ არ იქნება შესაბამისი რეაგირება, მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ვერ გაიგო არსაიდან ხმა არსით ძახილი, შემდეგ ეძიოს სხვა გზები.

სასამართლო არ არსებობს საქართველოში?! აი ეს ყოფილა მთავარი პრობლემა, ამისთვის უნდა იბრძოლოს დღეს ყველა ქალმა და ყველა დედამ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ჯანსაღი სასამართლო, რათა ჩვენს შვილს თუ შეემთხვევა მსგავსი სახის საშიშროება, მიმართოს კანონს და იყოს დაცული. ამაზე ისაუბრეთ ტრიბუნებიდან, ვისაც ძალგიძთ, და ისაუბრეთ რაც შეიძლება ბევრი. ქვეყნის, სხვების და ქალთა უფლებების დაცვა თუ გადარებთ. იქნებ ისმინოს კედელმაც.

არა ძალადობას, მოძალადე დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს, მაგრამ ბრალი ზოგჟერ მსხვერპლისგანაც მოდის.

ფაქტია რომ სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში იზრდება ოჯახური დავები, ოჯახური ძალადობის შემთხვევები და ასევე მსხვერპლიც. გახმაურებული ფაქტებიდან მსხვერპლი ყოველთვის ქალია. ისმის კითხვა:- რატომ?

ნეტავ ხომ არ სდუმან მამაკაცები, დაზარალებული მამაკაცები. შეურაცყოფილი მამაკაცები. ყოფილი ცოლებისგან გაკოტრებული მამაკაცები. უფლებაწართმეული მამაკაცები, უფლება იმისა, რომ იყვნენ ბედნიერები. ათწლეულებში გაწელილი ეჭვიანობის სცენები და შვილებით მანიპულირების ეპიზოდები, შვილების სიყვარულ ჩამორთმეული მამები და ბოლოს 1 წამია აფექტური მდგომარეობა კაცის ფსიქიკისა. ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს: აწამა, ცემა, დანა ჩაარტყვა, მოკლა, სუიციდი.

ძალადობს ქმარი?- გაშორდი. ოჯახისწევრებო, მეგობრებო და კოლეგებო ხედავთ დანაშაულს და არ ერევით მასში?- მონაწილეები ხართ დანაშაულისა! მოქალაქე რომელიც მომსწრე ხდება ძალადობისა და არ ავლენს ადეკვატურ ქმედებას კონსტიტუციური ვალდებულებით, სისხლის სამართლის წინაშე უნდა აგოს პასუხი, როგორც დამნაშავე პირმა და არანაირი უფლება არ აქვს წარსდგეს მოწმის სტატუსით.

მამაკაცის უფლებებს ვინ იცავს ამ დროს? ქართველი მამაკაცისას, რომელიც ყველაფერს ტრადიციულად გულში იკლავს და ცდილობს თავი აარიდოს გამოწვევებს. ბოლოს ხდება მკვლელი და ღირსებაჩამორთმეული. ან პირიქით, ღირსებაჩამორთმეული და მკვლელი.

ზოგი ბუნებით მოძალადეა გასაგებია, მაგრამ ერთეული შემთხვევებით ნუ აკნინებთ დავითის მოდგმას

ამ დროს რა ხდება ქვეყანაში? სასამართლო არ არსებობს, უფლებათა დაცვის ორგანიზაციები არ არსებობს, ქალთა და არასრულწლოვანთა თავშესაფარები არ არსებობს, მამაკაცთა უფლებებს არავინ იცავს. სოციალური მუშაკები არ არსებობენ. ოჯახის და ბავშვის ფსიქოლოგები არ არსებობენ, პოლიცია არ რეაგირებს გამოძახებებზე. არა და საერთაშორისო ბაზაში დევს მონაცემები საქართველოს შესახებ , რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურა მაღალი კვალიფიციური სტანდარტებით ფუნქციონირებს. თუ ყველაფერი მაღალი კვალიფიციური სტანდარტების დონეზე ფუნქციონირებს, რატომ არის ამდენი ცოლზე მოძალადე ქმარი, შვილზე მოძალადე დედა, დაუცველი ქალი, დაუცველი კაცი და ამდენი “დაზარალებული” ბავშვი საქართველოში?

აბა რატომ არის ძალადობის ამდენი შემთხვევა? იყინებთ თქვენს უფლებებს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან? გააქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? არცერთი ინსტიტუტი არ რეაგირებს საქართველოში? მაშინ რევოლუციები ქვეყნის განვითარების ინსტაციებს უნდა მოუწყოთ და არა მამაკაცებს, რომელთანაც სარეცელს იზიარებით, იყო თქვენი რჩეული და თქვენი შვილის მამა ჰქვია. შეცდომა ადამიანების წესია, სხვაგვარად იგი ღმერთი იქნებოდა. მთავარია დავეხმაროთ ადამიანებს შეცდომების აღმოფხვრაში და არა ვუბიძგოთ უარესისკენ. ეს უფრო მაღალმორალურ და ზნეობრივ უნარებზე მიუთითებს, ვიდრე ის რომ მთელი ცხოვრება ვეძახოთ დამნაშავეს რომ ის დამნაშავეა.